|
2018-06-24 12:25:45, 1018 ნახვა
სამართალი
გამომძიებლებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე დამატებითი გადამზადების კურსი გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე დამატებითი გადამზადების კურსი გაიარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სამინისტროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სპეციალიზებულმა 50-მდე გამომძიებელმა დამატებითი გადამზადების 5-დღიანი კურსი გაიარა. პირველ ეტაპზე, განგრძობითი სპეციალიზაციის ტრენინგისთვის გამომძიებლები იმ ქალაქებიდან და რაიონებიდან შეირჩა, სადაც ყველაზე მაღალია არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების მაჩვენებელი. გადამზადების კურსი ორიენტირებული იყო როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფ, ასევე, დანაშაულის მსხვერპლ და მოწმე ბავშვებზე. სწავლება მოიცავდა როგორც შიდა და საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებს, ასევე, ბავშვებთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ჩართულ უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდის მიზნით, ტრენინგში, ასევე, მონაწილეობდნენ სასამართლოს, პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მანდატურის სამსახურის, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლები, რომლებმას ერთად განიხილეს ამ მიმართულებით პრაქტიკაში არსებული გამოწვევები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია უწყებაში სპეციალიზაციის მაღალი სტანდარტის დანერგვა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე სპეციალიზებული გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)