|
2018-06-22 16:20:02, 1218 ნახვა
სამართალი
აუდიტის სამსახური ბახტაძის ანგარიშიდან ენმ-სთვის თანხის გადარიცხვის საკითხს შეისწავლის
სახელმწიფო აუდიტის სამსახური პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ანგარიშიდან 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შემოწირულობის სახით 20 000 ლარის გადარიცხვის საკითხს შეისწავლის. ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საკითხის შესწავლის მოთხოვნით აუდიტს არასამთავრობო სექტორმა მიმართა. „არსებობს კითხვები, არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რაზეც არასამთავრობო სექტორმა ოფიციალურად მოგვმართა. მოვახდენთ საკითხის შესწავლას, ექსპერტიზას და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, არგუმენტირებულ პასუხს გავცემთ“, – აღნიშნა მექვაბიშვილმა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ჰკითხეს, გადარიცხა თუ არა მან 2012 წელს ენმ-ის ანგარიშზე თანხა. საპასუხოდ ბახტაძემ განაცხადა, რომ თანხა არ გადაურიცხავს და მისი ანგარიში ტექნიკურად იყო გამოყენებული. „თქვენ თუ გაინტერესებთ ის, რომ რამდენად მე გადავრიცხე ჩემი თანხა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად, ამაზე მაქვს მარტივი და პირდაპირი პასუხი - არა მე ჩემი თანხა არასდროს არ გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“. თქვენ 2012 წელს, იმიტომ რომ არ ჰქონოდა საშუალება „ქართულ ოცნებას“ დაეფინანსებინა პარტია ადეკვატუად, შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალეთ პარტიების დაფინანსება. ამას მოყვა შემდეგ უკვე ცვლილება კანონში საბანკო საქმიანობის შესახებ, ესეც ყველას გვახსოვს. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი ფიზიკური ანგარიში იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად“, - განაცხადა ბახტაძემ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)