|
2018-06-22 11:40:22, 529 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ქედაში სახალხო ფესტივალის „არტ-გენის“ და ახალი მონუმენტის გახსნას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო ფოლკლორის ფესტივალ „არტგენის" გახსნის ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიების დაწყებამდე მახუნცეთში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მონუმენტი გაიხსნა. თანამედროვე მონუმენტი „სამშობლოს სადარაჯოზე" ცეკვა „ხორუმის" პერსონაჟის - მესაზღვრის ფიგურას განასახიერებს და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას ეძღვნება. გახსნის ღონისძიებას აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. მათ წინაშე ფოლკლორული ნიმუშებით ფესტივალ „არტგენის" მონაწილეები წარსდგნენ. ფოლკლორის ფესტივალი „არტგენი" საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, ტრადიციულ მუსიკალურ ოჯახებს, ხალხური შემოქმედების ანსამბლებს, ცალკეულ მომღერლებსა თუ მუსიკოსებს აერთიანებს. მასში აჭარიდან 18 შემოქმედებითი ჯგუფი მონაწილეობს. როგორც ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მსგავსი ფესტივალების ჩატარება აჭარის მაღალმთიანეთში ხელს უწყობს ერთის მხრივ ტურიზმის განვითარებას, მეორე მხრივ, ადგილობრივი კულტურის და თვითმყოფადობის შენარჩუნებას, რაც ყველაზე მეტად იზიდავს უცხოელ ვიზიტორებს ჩვენს ქვეყანაში. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ახალი მონუმენტის ავტორებსა და ფესტივალის ორგანიზატორებს. „არტგენს" 14 წლიანი ისტორიის მანძილზე, აჭარის მაღალმთიანეთი პირველად მასპინძლობს. რეგიონული ტურნესთვის ადგილების შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ტურისტულად საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილების გაცოცხლება და პოპულარიზაცია.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)