00:03 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 21:01:08, 742 ნახვა

კომენტარი
„ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი“ – ლევან დავითაშვილი სერგო რატიანს პასუხობს

„ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი და ჩვენი სამინისტროს დადანაშაულება სიცრუის გავრცელებაში ყოვლად აღმაშფოთებელია“, – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის განცხადებას პასუხობს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მისი და სამინისტროს პოზიცია, RMG – სა და მასთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ, მკაცრი და პრინციპულია.

„ჩვენი სამინისტროს დადანაშაულება სიცრუეში არის აღმაშფოთებელი. კონკრეტულად ერთ–ერთ საბადოზე, რომელზეც დღეს დეპუტატი სერგო რატიანი საუბრობდა, კერძოდ ბნელი ხევის ტერიტორიაზე, უნდა აღინიშნოს, რომ სამთო–მოპოვების ლიცენზია გაცემულია მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს – 2011 წელს. რომლის თანახმად, კომპანიას კანონმდებლობის დაცვით შეუძლია აწარმოოს საქმიანობა. აქვე განვამარტავ, რომ საქმიანობის წარმოება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუკი კანონით გათვალისწინებულ პირობებს დააკმაყოფილებს. კომპანიამ უნდა მოიპოვოს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, ასევე, უნდა მოხდეს შეფასება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე აიღოს პასუხისმგებლობა. ჩვენ RMG – სა და მასთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ გვქონდა და გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია. ამ დროს კი სპეკულირება, თითქოს ჩვენ ვართ არაპრინციპულები –  ყოვლად დაუშვებელია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics