00:04 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 20:21:05, 787 ნახვა

კომენტარი
დავით ზალკალიანი: აუცილებელია ვისაუბროთ ჟენევის ფორმატისთვის მეტი დინამიზმის შეძენაზე

"ჟენევის ფორმატი გახლავთ უნიკალური ფორმატი, სადაც ჩვენ საშუალება გვეძლევა ძირითად საერთაშორისო აქტორებთან ერთად, ისეთი როგორიც არის გაერო, ეუთო, ევროკავშირი, აშშ, მუდმივად გავამახვილოთ ყურადღება ამ ფორმატის ერთ-ერთი მონაწილის მიერ, კერძოდ რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში, რაც შეიძლება მაღალ დონეზე დადგეს კონფლიქტის გადაწყვეტის და რუსეთის მიერ ვალდებულების შესრულება, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია და ჯარების გაყვანის საკითხი.

"მიუხედავად იმისა, რომ ფორმატის სამ ძირითად მიმართულებაზე არ არის ხელშესახები პროგრესი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ვისაუბროთ არა ფორმატის ცვლილებაზე, არამედ ამ ფორმატისთვის, რაც შეიძლება მეტი დინამიზმის მიცემაზე. ასევე ჟენევაში ხელშესახები შედეგის მიღწევა შესაძლებელია საერთაშორისო დღის წესრიგში თემის მაღალ დონეზე აწევითაც", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით ჟენევის ფორმატების მიღმაც არის შესაძლებლობა და მისი თქმით მცდელობები იქნება მიმართული იქით, რომ მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და საკითხის მაღალ დონეზე დღის წესრიგში გაჩენა.

"ვფიქრობთ, რომ ჟენევის ფორმატის შესაძლებლობები ამოწურული არ არის, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, რომ ყოველდღიურ პრობლემატიკაზე, როგორიც არის მავთულხლართების გაბმა, გატაცებები და ის ტრაგიკული შემთხვევები -  ტატუნაშვილის და ოთხოზორიას მკვლელობა იყოს მუდმივად ამ ფორმატის დღის წესრიგში და მასზე მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრი რეაგირება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics