|
2026-11-23 12:37:07, 222 ნახვა
სამართალი
ევროპულ აქციაზე დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი ყაველაშვილის შეწყალებით გათავისუფლდნენ
მიხელ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან აქციაზე დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი - ორივე მათგანმა საპატიმრო ახლახან დატოვეს. დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს ბრალად ედებოდათ პოლიციელზე თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი). პროკურატურის ვერსიით, 2024 წლის 1-ელ დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, მათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისა და წყლის ჭავლის ავტომანქანის მიმართულებით ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლეს. ორივე დაკავებული წარდგენილ ბრალს უარყოფდა და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა. 2025 წლის 8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ორივე მათგანი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ევროპულ აქციაზე დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი ყაველაშვილის შეწყალებით გათავისუფლდნენ
რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
ნიკოლოზ ჯავახიშვილი - ქვეყანაში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას ვჭირდებით ახალგაზრდები
რეჟიმის მიერ პროევროპულ აქციებზე დაჭერილი ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელია თავისუფლები არიან
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



