|
2018-06-20 15:56:47, 643 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ბალეტის ფესტივალი 23 ივნისს გაიხსნება
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 23 ივნისიდან 1 ივლისამდე თბილისის ბალეტის ფესტივალი ჩატარდება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, საბალეტო დასის ხელმძღვანელი და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ჰოლანდიის ელჩი საქართველოში იოს დაუმა ესწრებოდნენ. საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში 2017 წელს დაფუძნდა. წელს ფესტივალი მეორედ ტარდება. ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლები თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. საბალეტო ფესტივალში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან და ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები და მსოფლიოში სახელგანთქმული საბალეტო დასები: Spellbound Contemporary Ballet (იტალია), ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 (NDT 2). თბილისს, ასევე, ეწვევა ამერიკული ბალეტის ვარსკვლავი მარსელო გომესი, იგი 26 ივნისს „რომეო და ჯულიეტაში“ პარტნიორობას გაუწევს პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილს. თბილისში პირველად ჩამოდის Spellbound Contemporary Ballet იტალიიდან. მათ პროგრამაშია მაურო ასტოლფის ქორეოგრაფია - Formami და Rossini Ouvertures. იტალიური დასის წარმოდგენებს მაყურებელი 23-24 ივნისს, ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფის მედი ვალერსკის ბალეტებთან Orawa და Petite Cérémonie ერთად ნახავს. საქართველოს მეორედ ეწვევა ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 (NDT 2), რომელიც ორი განსხვავებული პროგრამით წარსდგება ფესტივალის მაყურებლის წინაშე 28 და 29 ივნისს. ფესტივალს კი დახურავს „მძინარე მზეთუნახავი“. გალა-პერფორმანსში თბილისის ოპერისა და ბალეტის საბალეტო დასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მარსელო გომესი და პარიზის ნაციონალური ბალეტის სოლისტები ამანდინ ალბისონი, ჟერემი ლუ კერი. სპექტაკლებს უდირიჟორებს ალევტინა იოფე (რუსეთი). ფესტივალის მხარდამჭერები, ასევე, არიან TBC ბანკი და CHECK IN GEORGIA; კულტურის და სპორტის სამინისტრო, იტალიის რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოები საქართველოში, იტალიის ავტორთა და გამომცემელთა საზოგადოება (SIAE), იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრო (MiBACT), ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოება, ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია, რუმს ჰოტელ თბილისი, თურქეთის ავიახაზები, კომპანია „ბორჯომი“, რადიო „იმედი“, რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „ინდიგო“, გაზეთი „ჯორჯია თუდეი“.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)