23:43 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 18:36:42, 882 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე ბოკუჩავას: ჩემი თანხა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არასდროს არ გადამირიცხავს

მე ჩემი თანხა არასდროს არ გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას კითხვას, რომელიც 2012 წლის 2 აგვისტს პარტიის ანგარიშზე 20 000 ლარის ჩარიცხვას ეხებოდა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისი ანგარიში მხოლოდ ტექნიკურად იყო გამოყენებული.

„თქვენ თუ გაინტერესებთ ის, რომ რამდენად მე გადავრიცხე ჩემი თანხა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად, ამაზე მაქვს მარტივი და პირდაპირი პასუხი - არა მე ჩემი თანხა არასდროს არ გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“. თქვენ 2012 წელს, იმიტომ რომ არ ჰქონოდა საშუალება „ქართულ ოცნებას“ დაეფინანსებინა პარტია ადეკვატუად, შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალეთ პარტიების დაფინანსება. ამას მოყვა შემდეგ უკვე ცვლილება კანონში საბანკო საქმიანობის შესახებ, ესეც ყველას გვახსოვს. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი ფიზიკური ანგარიში იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად“, - განაცხადა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics