|
2018-06-19 16:13:50, 874 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ განათლების ახალი მასშტაბური პროგრამის განხორციელებას აანონსებს
„საქართველოს ბანკმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით ახალი საგანმანათლებლო პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა. პროექტი გულისხმობს მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის შესწავლის მხარდაჭერასა და ისეთი სამოტივაციო მოდელის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში განათლების დონის კიდევ უფრო ამაღლებას, კერძოდ ინგლისური ენის სწავლებაზე იქნება ორიენტირებული. განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. სწორედ ამ მიზნით იწყებს ბანკი სრულიად ახალი პროგრამის განხორციელებას, რაც საქართველოს 20-მდე რეგიონალურ კლასტერში ინგლისური ენის გავრცელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროგრამაში აქტიურად იქნებიან ჩართულები როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. ასევე, ჩატარდება ოლიმპიადები და კონკურსები ინგლისურ ენაში და გამარჯვებულ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრონ საზაფხულო სკოლაში დიდ ბრიტანეთში. საქართველოს ბანკის განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ვებ პლატფორმა, სადაც თავს მოიყრის ყველა საჭირო და საინტერესო ინფორმაცია, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის, განთავსდება საინტერესო ბლოგები. ეს იქნება საჭირო და ხელმისაწვდომი რესურსი გამოცდილების გაზიარებისა და ცოდნის გაცვლისთვის. „ახალი საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის საქართველოს ბანკი აქტიურ კონსულტაციებს მართავს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ჩვენი მთავარი მიზანია, რეგიონში ინგლისური ენის გავრცელებას კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი და შევქმნათ რეგიონალური კლასტერები, რაც მიმართული იქნება რეგიონში მდგრადი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისკენ“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. საქართველოს ბანკი წლებია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამისა და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებით, რომლის ფარგლებშიც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ განათლება დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოს ბანკი ასევე გასცემს გრანტებს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
(R)
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ჩეხი დეპუტატი დემეტრაშვილი - ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





