|
2018-06-19 16:07:55, 644 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებმა რეგიონალურ სემინარში მიიღეს მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტებმა რეგიონალურ სემინარში მიიღეს მონაწილეობა. პროექტის “უკეთესი სწავლება უსაფრთხო კვებისათვის (BTSF)“ ფარგლებში ჩატარდა სამუშაო სწავლება, რომელიც ფრინველის გრიპსა და მეფრინველეობას შეეხო. პროექტში ჩართული იყვნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვეტერინერი სპეციალისტები. შეხვედრის დროს, მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ჩატარდა რამდენიმე დღიანი სამუშაო პრაქტიკები. სამუშაო სწავლების მიზანია საგანმანათლებლო პროცესში და სამეცნიერო კვლევებში ფრინველის გრიპის ობიექტური შეფასება, კვლევის სტანდარტების განხილვა და მათი გაზიარება სამეცნიერო საზოგადოებასთან. ასევე, ქვეყნისა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე მომუშავე სტრუქტურების პოტენციალის განსაზღვრა ეპიდ-აფეთქებების რისკის დროს. BTSF-ის პროექტის შედეგია რეგიონში დარგის სპეციალობების მიხედვით საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება და შემდგომ საკუთარ ქვეყნებში მომხმარებლებისათვის გაუმჯობესებული სერვისის შეთავაზება. პროექტის “უკეთესი სწავლება უსაფრთხო კვებისათვის (BTSF)“ ინიციატივა ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)