|
2018-06-19 10:27:25, 762 ნახვა
საზოგადოება
უამინდობის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 205 შეტყობინება შევიდა [ვიდეო]
თბილისში რამდენიმე უბანში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უამინდობის გამო წუხელ უწყებაში 205 შეტყობინება შევიდა. ყველაზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის რაიონიდან, სადაც ძლიერმა ნალექმა გამოიწვია წყალმოვარდნები გზაზე და დატბორა რამდენიმე შენობის სარდაფი, ძლიერმა ქარმა კი დააზიანა ელექტროსადენები და წააქცია ხეები. ასევე წვიმამ პრობლემები შექმნა ჩანტლაძის, შერვაშიძის, წინამძღვრიშვილის, ქვლივიძის ქუჩებზე და ვარკეთილის მასივში. გლდანში, სოფელ გიორგი წმინდაში ხევძმარის ხევის ადიდების გამო გზაზე მთის ნაწილი ჩამოიშალა. გარდა ამისა, დაიტბორა მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" მდებარე სავაჭრო ცენტრის, „გალერია თბილისის“ მიწისქვეშა ავტოსადგომი. მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)