|
2018-06-18 22:03:07, 1016 ნახვა
საზოგადოება
უამინდობის გამო, გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია
უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, საავტომობილო მოძრაობას საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ. „კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ. გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანით გადაადგილება ამინდის გაუმჯობესების შემდეგ აღდგება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. ცნობისთვის, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა დუშეთის რაიონშიც, სადაც გზები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ამ დროისთვის განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელი დაიტბორა. ასევე, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა ვარკეთილში. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ „საქართველოს რკინიგზამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უამინდობის გამო რამდენიმე მატარებლის მოძრაობა შეფერხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)