|
2018-06-18 17:53:02, 432 ნახვა
ზაფხულის ბოლოს გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი პირველი ვიზიტორების მიღებას შეძლებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღს ეწვია და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათავლიერა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ტერიტორიაზე დაწყებულია სამარშრუტე გზებისა და ბილიკების მოწყობა. ზურაბ პატარაძე ადმინისტრაციის სამსართულიანი შენობისა და მეფუტკრის სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო და დასაქმებულებს გაესაუბრა. როგორც ზურაბ პატარაძე აღნიშნა, ბაღის განვითარების საქმეში ჩართულია გერმანელი სპეციალისტები, კერძოდ, მიუნხენის ბოტანიკური ბაღი თანამშრომლები, რომელთა დახმარებით გაგრძელდება ალპინარიუმის მოწყობა. „გოდერძის ბოტანიკური ბაღი აგვისტოს ბოლოს შეძლებს პირველი ვიზიტორების მიღებას. სულ მალე მაღალმთიან აჭარას ექნება სრულიად უნიკალური ტურისტული ღირშესანიშნაობა. რა თქმა უნდა, ბაღის მშენებლობა გაგრძელდება და აქ შეიქმნება ოთხივე სეზონის ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ცენტრი. ალპური ბოტანიკური ბაღი გარდა საგანმანათლებლო მიმართულებისა, იქნება გასართობი და სათაგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის საინტერესო ადგილი, სადაც სხვადასხვა ატრაქცია, ზიპლაინი, საბავშვო სივრცეები მოეწყობა" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში ხდება სხვადასხვა სახეობის მცენარეთა შემოტანა ალპინარიუმის და სანერგის მრავალფეროვნების შესაქმნელად. გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის და მწვანე ტბის განვითარება უდიდეს მნიშვნელობას იძენს კურორტ გოდერძზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტებთან ერთად, რაც საბოლოო ჯამში მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების ახალ შესაძლებლობებს იძლევა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)