2026-08-17 11:37:45, 734 ნახვა
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
ადვოკატ თემურ ქავშბაიას ინფორმაციით, დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი და წამყვანი, მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.
„დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე 2 განყოფილებაში… ამ დროისათვის ვარკვევთ თუ რა საფუძვლითა და მოტივით იქნა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული… ამჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში,“ – წერს ადვოკატი თემურ ქავშბაია.
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ორი დღის წინ, გვიან ღამით, ბათუმში, ევროპის მოედანზე თავს დაესხნენ. ეს ჟურნალისტზე ერთ კვირაში უკვე მეორე თავდასხმაა. რამდენიმე დღით ადრე მომხდარი თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირები სასამართლომ 7-7 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან