|
2018-06-18 11:14:24, 1327 ნახვა
ეკონომიკა
პირველად საქართველოში საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა იმართება
დღეს თბილისში საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის გენერალურმა ასამბლეამ დაიწყო მუშაობა. საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში პირველად იმართება საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (Association de la Sommellerie Internationale, A.S.I.) 49-ე ყოველწლიური გენერალური ასამბლეა. გენერალური ასამბლეის სამუშაო სესია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა გახსნა. გენერალური ასამბლეის დღეებში, 18-22 ივნისს, იგეგმება რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება: საფერავის ძირითადი მახასიათებლების დადგენის საერთაშორისო სესია, საუკეთესო ქვევრის ღვინოების თემატური დეგუსტაცია, მასტერ-კლასი ქართულ ღვინოზე, პროფესიული დეგუსტაცია “სრულიად საქართველოს საუკეთესო ღვინოები ერთ სივრცეში” და ასევე გაიმართება ნანა ჯორჯაძის ფილმის “ღვინის ნულოვანი მერიდიანი” ეროვნული პრემიერა. 2018 წლის გენერალური ასამბლეის ჩატარების უფლება საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ მოიპოვა. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს ასამბლეის მაღალი რანგის სტუმრებს მაქსიმალურად კარგად გააცნოს ქართული ღვინო, ქართული ღვინის კულტურა და ტრადიციები. საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია დაარსდა 1969 წელს საფრანგეთში და აერთიანებს მსოფლიოს 62 ქვეყნის სომელიეთა ეროვნულ ასოციაციებს. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია მათ რიცხვს 2014 წელს შეუერთდა. ყოველწლიურად საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია მართავს გენერალურ ასამბლეას, სადაც იკრიბებიან წევრი ქვეყნების სომელიეთა ასოციაციების პრეზიდენტები, ღვინის ჟურნალისტები, ბაიერები და ღვინის სფეროს სხვა გავლენიანი პირები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)