|
2018-06-16 17:57:46, 968 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში თანადაფინანსებული პროექტები მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით, პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, მუხიანის მე-2 მ/რ-ის N5 კორპუსში წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, 16 საკანალიზაციო ჭა მოეწყობა, 347 გრძივ მეტრზე კი გოფრირებული მილი განთავსდება. ამასთან, გლდანის რაიონის გამგეობამ სახურავების შეკეთებაც დაიწყო, ილორის ქ. N11-ში, 1100 კვ.მ-ზე ქანობიანი სახურავის გადახურვა, ა მ/რ-ის N52 კორპუსში კი ლიფტის შეკეთების სამუშაოები ხორციელდება. გარდა ამისა, სამუშაოები რამდენიმე მისამართზე დასრულდა, გლდანის მე-3 მ/რ N86 კორპუსში წყალარინების შიდა და გარე ქსელის 116 გრძ.მ-ის შეცვლა განხორციელდა; ა მ/რ-ის N52 კორპუსში 150 გრძ.მ-ზე შიდა წყალგაყვანილობის ქსელი შეიცვალა. გლდანის მე-2 მ/რაიონის N24 „ბ“ კორპუსში 490 კვ.მ-ზე და მუხიანის მე-4 ბ მ/რ-ის N29 კორპუსში ბრტყელი სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსებული პროექტების მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, გამგეობამ სამუშაოები 100%-ით დააფინანსა. პროექტებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)