|
2018-06-15 12:46:08, 991 ნახვა
ეკონომიკა
ქართველი დიზაინერების პროდუქცია პარიზის შოურუმებში იქნება წარდგენილი
19 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 7 ქართველი დიზაინერის პროდუქცია, საფრანგეთში, ქალაქ პარიზში „Moredash Showroom“; „MisonPyramide“, „Paper Mache Tiger“ შოურუმებში იქნება წარდგენილი. საერთაშორისო მნიშვნელობის შოურუმები, რომლებიც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ოთხჯერ იმართება, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 100-მდე კომპანიასა და 130-ზე მეტ შემსყიდველს (ე.წ ბაიერი) და პრესის წარმომადგენელს მასპინძლობს. სააგენტოს ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, შოურუმში შემდეგი ქართული ბრენდები წარდგებიან: “N-Duo”, “Dalood”, “Anouki”, “Tamuna Ingoroyva”, “Lako Bukia”, “Materia Tbilisi”, Ltd “Lya”. შოურუმების ფარგლებში თითოეული ბრენდის წარმომადგენელსა თუ დიზაინერს საშუალება ექნება პროდუქცია ცნობილ შემსყიდველებს (ე.წ ბაიერებს) გააცნონ, დაამყარონ ბიზნესკავშირები პოტენციურ დამკვეთებთან და მოახდინონ წარმოებული პროდუქციის, როგორც პოპულარიზაცია ასევე საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და სამომავლო რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)