20:21 - 28 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 12:36:04, 648 ნახვა

საზოგადოება
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ტაკეჰიკო ნაკაომ მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ დაათვალიერა

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ტაკეჰიკო ნაკაომ, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და  აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორთან, იეშიმ ელჰან-კაიალართან ერთად, ბანკის ფინანსურის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი - ოცდამესამე მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ დაათვალიერა.

მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების ახალი მეტროსადგურის მშენებლობა 2015 წლის მარტიდან  განახლდა და 2017 წლის ოქტომბერში დასრულდა. პროექტი მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და ამისათვის ბანკმა 34 მილიონი დოლარი გამოყო.

სამშენებლო სამუშაოები მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო გამოცდილების მქონე ესპანურმა კომპანიამ, „კობრა ასიგნიამ“ შეასრულა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით არაერთი უმსხვილესი პროექტი აქვს განხორციელებული.

პროექტის ფარგლებში აღდგა არსებული გვირაბები, საერთო სიგრძით 3.5 კმ. განხორციელდა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა სამშენებლო სამუშაოები, გაკეთდა მეტროდან 4 ამოსასვლელი. მომზადდა სალიანდაგო ხაზები, ელექტრო ქვესადგური, დამონტაჟდა ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები,  სიგნალიზაციის მართვის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და სათადარიგო ამოსასვლელები.

ამავე პროექტის ფარგლებში აშენდა როგორც სადგურ „სახლმწიფო უნივერსიტეტის“ კომპლექსი, ასევე,  „დელისი“ - „ვაჟა-ფშაველას“ მონაკვეთის მეორე გვირაბიც, რითიც სატრანსპორტო კომპანიას შესაძლებლობა მიეცა  მგზავრებისთვის სრულყოფილი სერვისი შეეთავაზებინა.

აზიის განვითარების ბანკის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს მოხდა თბილისის მეტროპოლიტენში არსებული მდგომარეობის, როგორც მოძრავი შემადგენლობის, ასევე, ინფრასტრუქურის შესწავლა და შემუშავდა მეტროს განვითარების გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტი. 2017 წლის 19 დეკემბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ზემოაღნიშნული პროგრამის „პროექტი 5“-ის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც 2018-2019 წლებში, თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას ითვალისწინებს. შეთანხმების ფარგლებში, ADB-ის მიერ გამოყოფილია  12 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი. პროექტის ფარგლებში, მეტროს ელექტროგაყვანილობისა და სავენტილაციო სისტემის შეცვლაა დაგეგმილია. პროექტს თბილისის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანია და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ჩეხი დეპუტატი დემეტრაშვილი - ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics