|
2018-06-15 12:31:54, 980 ნახვა
ეკონომიკა
გასულ წელს სასაკლაოებში 616 200 სული პირუტყვი და 10 050 800 ფრინველი დაკლეს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში 104 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. საქსტატის ცნობით, მათგან 19,3% მდებარეობს ქვემო ქართლში, 15,4% - კახეთში, 14,4% - იმერეთში, 14,4% - შიდა ქართლში, 10,6% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 5,8% - აჭარაში, 4,8% - თბილისში, 4,8% - მცხეთა-მთიანეთში, ხოლო დანარჩენი 10,6% - სხვა რეგიონებშია განთავსებული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში 2017 წელს მოქმედ სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 41359 ერთეული პირუტყვისა და ფრინველის დაკვლა იყო შესაძლებელი (ნაკლავის შესაძლო მაქსიმალური დღიური მოცულობა). 2017 წლის განმავლობაში, სასაკლაოებში დაკლულია 616 200 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 35,0% მსხვილფეხა, ხოლო 65,0% - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 10 050 800 ათასი ერთეულით განისაზღვრა. „სასაკლაოების მიერ, 2017 წლის განმავლობაში 42105,3 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 42,0% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 34,4% - ფრინველის, 13,9% - ღორის, 9,6% - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო სხვაზე პროცენტული მაჩვენებელი უმნიშვნელოა და შეადგინა 0,1%. 2017 წლის განმავლობაში დაკლული პირუტყვიდან 6039,2 ტონა შესყიდული იყო სასაკლაოს მიერ, საიდანაც 57,8 მოდის თხისა და ცხვრის ხორცზე, 23,5% მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, ხოლო 18,7% - ღორის ხორცზე. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა - 23,9 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა - 9,6 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა - 20,5 ლარი. 2017 წლის განმავლობაში, სასაკლაოებში მომსახურება გაეწია 70,4 ათას პირს, საიდანაც 38,9% შინამეურნეობებს (ოჯახურ მეურნეობებს) წარმოადგენდნენ. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალოთვიურმა რაოდენობამ 1060 კაცი შეადგინა. სასაკლაოების უმრავლესობა (50,0%) სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 43,3% აღჭურვილია ნაწილობრივ, ხოლო 6,7% არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სასაკლაოების 65.4% არ სარგებლობს სესხით, ხოლო 34,6%-ს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 75,0% - ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, ხოლო 25,0%-ს საბრუნავი კაპიტალისათვის. სასაკლაოების 27,6% თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენტუნა რიანობაზე შესაბამისი მოწყობილობის/ტექნოლოგიის უქონლობა ახდენს. სასაკლაოების 20,7% მნიშვნელოვან ფაქტორად კომუნალური გადასახადების სიდიდეს ასახელებს, 16,4% -თანამშრომელთა კვალიფიკაციას, 11,4%-ის აზრით, კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს ფინანსურ რესურსებზე სუსტი ხელმისაწვდომობა, 8,4%-ის აზრით კი -მომსახურებაზე დაბალი მოთხოვნა, 8,3%-ის აზრით - სახელმწიფო გადასახადების სიდიდე და 7,2% -ის აზრით სუსტი კავშირი მწარმოებლებთან“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)