|
2018-06-13 21:03:16, 1003 ნახვა
სამართალი
სალაძე: შსს ხორავას ქუჩის საქმეზე ყველა მიმართულებით მუშაობს - არ არის გამორიცხული, ახალი დეტალები გამოიკვეთოს
შინაგან საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო სექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა სულხან სალაძემ განაცხადა, რომ უწყება ხორავას ქუჩის საქმეზე ყველა მიმართულებით მუშაობს და არ არის გამორიცხული, ახალი დეტალები გამოიკვეთოს. „შეხვედრის დროს ჩვენ, რა თქმა უნდა, დავსვით რიგი კითხვები, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს და მათ შორის ჩვენც გვაქვს ეს კითხვები. იმის გათვალისწინებით, რომ საქმე დახურულია და ბევრ დეტალზე არ არის წვდომა. ბუნებრივია მათი მხრიდან გარკვეული ინფორმაციის მიღება იყო მნიშვნელოვანი. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათივე განცხადებით, მუშაობს ყველა მიმართულებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არ გამორიცხავს ახალი დეტალების გამოკვეთას ამ საქმეში, მათ შორის გამოძიების წარმოების დროს გარკვეულ ხარვეზებზე, რამაც შემდგომში განაპირობა გარკვეული შედეგების დადგომა. სამინისტროს განცხადებით, ისინი მოწადინებულნი არიან და მათი დიდი სურვილია ამ საქმეზე საბოლოოდ დადგეს ისეთი განაჩენი, რომელთა მიმართებაშიც საზოგადოებაში არ დარჩება კითხვები, ამ მიმართულებით მუშაობენ აქტიურად, თუმცა, ისიც კარგად არის ცნობილი, რომ ამ საქმეზე არ არის ისეთი დროის ლიმიტი, რომ ეს განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს. ცხადია, გონივრულად მცირე დროის მონაკვეთში უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული. მათაც აქვთ მოლოდინი, რომ გაცილებით მეტი საუბარი შეიძლება განაჩენის ჩაბარების შემდეგ, ის თუ როგორ ასაბუთებს სასამართლო. ჩემი მოლოდინი არის, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში და სასამართლოში, სხვა უწყებებში არა და მითუმეტეს, ეს საკითხი არ უნდა გადაწყდეს ქუჩაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქუჩაში პროტესტის გამოხატვას რაიმე ფორმით ვეწინააღმდეგები. უბრალოდ, ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა შეიძლება მხოლოდ ამ შენობაში, პროკურატურაში და სასამართლოში“, - განაცხადა სულხან სალაძემ. შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)