|
2018-06-12 15:33:02, 570 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: საქართველოში მეთევზეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) ხმელთაშუაზღვისპირეთის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) აღმასრულებელ მდივანს, აბდელა სროურს შეხვდა. „მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მეთევზეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველო მიიღებს ტექნიკურ დახმარებას შავ ზღვაზე მონიტორინგის განხორცილებისთვის საჭირო სპეციალური მოწყობილობების სახით. ჩვენ ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას. ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მეთევზეობის მიმართულებით ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაცია. ვფიქრობ, თქვენთან თანამშრომლობით საქართველოში მეთევზეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში აკვაკულტურის განვითარებისთვის არსებულ საჭიროებებზე და ყურადღება სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მეთევზეობის სექტორში მონაცემთა სისტემის შექმნის საჭიროებაზე, შავ ზღვაზე მონიტორინგის სისტემისა და კონტროლის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც GFCM-ის აღმასრულებელმა მდივანმა, აბდელა სროურმა განაცხადა, საქართველოს მეთევზეობის სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია და მინისტრს შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)