|
2018-06-12 13:08:25, 1286 ნახვა
ეკონომიკა
UNICEF - საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017" თანახმად, 2017 წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 771.9 ლარი შეადგინა. შემოსავლების მატება, ძირითადად, სახელფასო და თვითდასაქმებულების შემოსავლების ზრდამ გამოიწვია. დაფიქსირდა ტენდენცია, რომ ადგილობრივი შინამეურნეობები ნაკლებად დამოკიდებული ხდებიან უცხოეთიდან გადმორიცხულ ტრანსფერებზე და მეტ შემოსავალს სწორედ საკუთარი შრომიდან იღებენ, რაც ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიანიშნებს. შრომის ანაზღაურების მატება ნიშნავს მეტ განკარგვად შემოსავალს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გაიზარდა სოციალური დახმარების მოცულობაც. კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ნომინალურ გამოხატულებაში 31 პროცენტით გაიზარდა სახელფასო შემოსავლები. ის 95 ლარით გაიზარდა და 403 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საერთო შემოსავლების მატებაში უშუალოდ ხელფასის ზრდამ ნომინალურ ზრდაში 15.6 პროცენტი შეადგინა. კვლევის თანახმად, 30 ლარით გაიზარდა სოციალური გასაცემლები და 173 ლარი შეადგინა. აღნიშნული გარემოება მიანიშნებს მთლიან საბიუჯეტო ხარჯებში სოციალური მიმართულების ზრდას ქვეყნის შემოსავლების გადანაწილების კუთხით. კვლევის თანახმად, ქვეყნის ბიუჯეტი გახდა უფრო მეტად სოციალური და სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებული. მაღალი სოციალური გასაცემლების წვლილი იმაზე მიუთითებს რომ უღარიბესი მოსახლეობისათვის სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარება გაიზარდა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)