|
2018-06-11 17:55:02, 882 ნახვა
საზოგადოება
მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო
მეფუტკრეობის კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი პროგრამა იწყება. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივები 40 %-იანი თანადაფინანსებით მიიღებენ მისაბმელს სკების ტრანსპორტირებისათვის. ერთ მონაწილეს გადაეცემა არაუმეტეს ორი ერთეული მისაბმელი, თითოეული უზრუნველყოფს არანაკლებ 20 სკის (ერთ რიგად) ტრანსპორტირებას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge დღეს, 11 ივნისს დაიწყო და 10 ივლისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. პროგრამა ხელს შეუწყობს მეფუტკრეობის კოოპერატივებს შეამცირონ ფუტკრის ოჯახების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დანახარჯები, აწარმოონ მრავალფეროვანი პროდუქცია, გაზარდონ წარმოებული თაფლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი. მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა 2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 203 კოოპერატივს მიღებული აქვს - 18,433 სკა. 51 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს - 112 000 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი, 48 კოოპერატივს - 48 ერთეული თაფლის საწური (ციბრუტი), ხოლო 22 კოოპერატივს - 22 ერთეული ფიჭის ასათლელი დანა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)