|
2018-06-11 17:18:25, 623 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, ლაგოდეხში ეკო ბანაკი გაიხსნა
„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე ეკო ბანაკი - „ოჩოკემპი“ გაიხსნა. საქართველოს ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ სოციალური მეწარმეობის თემაზე გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული “შესაძლებლობების სივრცის“ პროექტი, რომელიც სოციალური საწარმოს შექმნას ითვალისწინებდა, 50 000 ლარით დაფინანსდა. ეკოლოგიასა და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვის მიზნით ლაგოდეხის ნაკრძალის 1 000 კვ. მ. ფართობის ტერიტორიაზე მოეწყო იფრასტრუქტურა. კერძოდ: აშენდება ადაპტირებული სველი წერტილები, დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები, აიგო დამხმარე შენობები − სამზარეულო და ხის ღია სასადილო სივრცე. მოეწყო სპეციალური საკარვე ტერიტორია, რომელიც გათვლილია ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებზე. ბანაკი ადაპტირებულია მობილობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის და ერთდროულად 50-მდე ვიზიტორის, მათ შორის, ინკლუზიური ჯგუფების მიღება შეუძლია. ბანაკის ტერიტორიაზე შესაძლებელია ღია ცის ქვეშ კონფერენციების, კინოჩვენებების, გამოფენების, სოციალურ კამპანიების, ტრენინგების, სპორტული შეჯიბრებებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარება. საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სოციალურ საწარმოში 5 პირი, მათ შორის, შშმ პირები დასაქმდებიან, საწარმოს შემოსავალი კი სოციალური მისიის განხორციელებას მოხმარდება. საქართველოს ბანკი სოციალური საწარმოების დაფინანსებას 2017 წლიდან ახორციელებს და ჯამში 10 სოციალური საწარმოს შესაქმნელად 386 917 ლარამდე საგრანტო დაფინანსება გამოყო.
(R)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)