|
2018-06-11 11:25:22, 687 ნახვა
საზოგადოება
დონალდ ტრამპი ქართველ ხალხს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ულოცავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და ქართველ ხალხს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ულოცავს. "ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო! პირადად თქვენ და ქართველ ხალხს გილოცავთ დამოუკიდებლობისა და პირველი რესპუბლიკის საუკუნოვან იუბილეს. საქართველო უძველესი და ულამაზესი ისტორიის მქონე შესანიშნავი ქვეყანაა. მას ბევრჯერ შეუტანია წვლილი დასავლურ კულტურაში - მათ შორის, მუსიკაში, არქიტექტურასა და კულინარიაში. თქვენი ჯარისკაცები გაბედულად იბრძვიან და თავს სწირავენ ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთსა და ერაყში. ამერიკის შეერთებული შტატები განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენს ორ დიდებულ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების პირობებში ველი ჩვენი ერების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობათა გამოვლენასა და გამოყენებას", - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)