|
2018-06-10 14:57:55, 1077 ნახვა
სამართალი
51-ე საჯარო სკოლის დირექტორი და მანდატურები შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან
51-ე საჯარო სკოლის დირექტორი და მანდატურები შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის მე-3 განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგა საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ 51-ე სკოლაში არასრულწლოვნებს შორის მომხდარ ინციდენტს, სადაც 8 ივნისს მოსწავლეებს შორის, გურგულიას ქუჩაზე მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება 51-ე საჯარო სკოლასთან. აღნიშნულის შესახებ პოლიციის მე-3 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ 51-ე საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასელებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. სამართალდამცავებმა გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს ათეულობით ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის 10-ე კლასის მოსწავლემ, ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საშუალებით, უცენზურო სიტყვები მისწერა, რაც მათი კამათის მიზეზი გახდა. აღნიშნული პირები, სიტუაციის გარკვევის მიზნით, ერთმანეთს მეგობრებთან ერთად გურგულიას ქუჩაზე შეხვდნენ. მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდგომაც ისინი შერიგდნენ. მოზარდებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვნები და მანდატურები. დღის განმავლობაში, ასევე, გამოიკითხებიან 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები და ინციდენტის შემსწრე არასრულწლოვნები.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)