|
2018-06-09 17:41:57, 820 ნახვა
კომენტარი
„თუ პირი ეჭვმიტანილია, მის მიმართ სამედიცინო ინსტრუმენტების სადამსჯელო მიზნით გამოყენება არ ხდება“ - ციხელაშვილი ცხინვალიდან პაციენტის გადმოყვანაზე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული ცხინვალიდან ღუდუშაურის კლინიკაში პაციენტის გადმოყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უფასო სამედიცინო მომსახურების რეფერალური პროგრამა არის ჰუმანიტარული პროგრამა, რომლის მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, მათი სასიცოცხლო საჭიროებებიდან გამომდინარე, დახმარების გაწევაა. "ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან ბევრი პაციენტი შემოდის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სხვადასხვა კლინიკაში, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, „წითელი ჯვრის“ მეშვეობითაც და ხდება ამ პაციენტების სიცოცხლის გადარჩენა, მათთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა და ცხადია, არა ნათესაური კავშირების ან მსგავსი ნიშნით. მაგრამ ზოგადად გეტყვით იმასაც, რომ თუ პირის მიმართ არსებობს გარკვეული ეჭვი, თუ პირი არის ეჭვმიტანილი, ან არის მასალები რაიმე დანაშაულთან დაკავშირებით, ასეთი შემთხვევებიც ყოფილა, ცხადია, ხდება სამართლებრივი რეაგირება და არა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება სადამსჯელო მიზნით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება როგორც ჩანს გარკვეული პირების მხრიდან არა ერთი დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება და ამით აჟიოტაჟის ატეხვა და გარკვეული დაძაბულობის შექმნა ძალიან მგრძნობიარე, მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით. საჭიროა მეტი პასუხისმგებლობა ასეთ საკითხებთან მიმართებაში, იმისათვის რომ გარკვეული ქმედებები ან სპეკულაცია არ აღმოჩნდეს ზიანის მომტანი არა მხოლოდ კონკრეტული საქმისთვის, არამედ ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილი. ცნობისთის, ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის პირველი მოადგილე, მარინა გელანტია ადასტურებს, რომ 7 ივნისს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან „წითელი ჯვრის“ მეშვეობით პაციენტი გადმოიყვანეს. რაც შეეხება კითხვას - იყო თუ არა აღნიშნული პაციენტი ასლან ჯიოევი, გელანტიამ აღნიშნა, რომ მის ვინაობას ვერ დაასახელებს. შეგახსენებთ, ანტიოკუპაციური მოძრაობის „ძალა ერთობიაშია“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი, ასლან ჯიოევი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. ქაცარავას განცხადებით, ჯიოევი ახალგორის ე.წ. მილიციის უფროსის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრია, ხაჩიროვი კი, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ორგანიზატორი.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)