|
2018-06-09 15:55:55, 908 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში 251 000 ევროს ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა
ქართულ-გერმანულმა კომპანიამ „ბეთბი“ ჩუღურეთის რაიონში 251 000 ევროს ინვესტიცია განახორციელა. გერმანელი პარტნიორების მიერ რეაბილიტირებული შ. გამცემლიძის ქუჩა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილთან, კომპანია „ბეთბის“ დამფუძნებლებთან, საქართველოში ევროკავშირის მისიისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. „ძალიან სასიხარულოა, მსგავსი უცხოური ინვესტიცია ქართულ რეალობაში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გერმანელ პარტნიორებთან და ყოველთვის მზად ვართ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. კომპანია „ბეთბის“ ინიციატივით, შ. გამცემლიძის ქუჩაზე წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი კომუნალური ინფრასტრუქტურა კაპიტალურად შეკეთდა, მოეწყო წყალარინების 270 გრძივი მეტრის ახალი ქსელი 15 საკომუნიკაციო ჭითა და მეზობელი ეზოების დაერთებით. სამუშაოები 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის განხორციელებით, ევროპული ხარისხითა და DIN-სტანდარტის გათვალისწინებით, შ. გამცემლიძის ქუჩაზე სანიაღვრე და წყალარინების სისტემის პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრა. საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურმა გამცემლიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი დააგო.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)