|
2018-06-08 19:13:08, 1340 ნახვა
საზოგადოება
პაციენტს შესაძლებლობა ექნება გადაამოწმოს, ჭარბია თუ არა ექიმის მიერ მისთვის გამოწერილი მედიკამენტები
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის პრევენციის მექანიზმს ნერგავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და საექიმო საზოგადოებას შეხვდა. მინისტრმა მედიკოსებს ახალი ინსტრუმენტი გააცნო, რომელიც პაციენტს ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების მიზნობრიობის გაკონტროლების საშუალებას 1-ლი ივლისიდან მისცემს. მან პრობლემის აღმოსაფხვრელად ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე გააკეთა აქცენტი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ კი, მკურნალობის პროცესში პაციენტის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამაში ახალი ინსტრუმენტის როლი გამოჰყო. პლატფორმის მეშვეობით, პაციენტი სამუშაო ჯგუფთან ონლაინ რეჟიმში გადაამოწმებს, ჭარბია თუ არა ექიმის მიერ მისთვის გამოწერილი მედიკამენტები. დანიშნულების კორექტირების საჭიროების შესახებ კი, პასუხს სამი დღის განმავლობაში მიიღებს, რის შემდეგაც ექიმს პაციენტისთვის დანიშნულების მართებულობის განმარტება მოუხდება. არადამაჯერებელი არგუმენტაციის შემთხვევაში, პაციენტი დანიშნულებას განმეორებით ატვირთავს, ხოლო კომისია უკვე მკურნალი ექიმისგან გამოითხოვს ინფორმაციას, რატომ არ დაკორექტირდა დანიშნულება. არასათანადოდ არგუმენტირების შემთხვევაში კი, ექიმი კომისიის წინაშე წარსდგება. ახალი ინსტრუმენტი პაციენტს მისი კლინიკური მდგომარეობისთვის მიზნობრივზე მეტი პრეპარატის მიღებისგან დაიცავს.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)