|
2018-06-08 11:38:16, 865 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და საფრანგეთს შორის წყლის რესურსების მართვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არტუა პიკარდის წყლის სააგენტოს (საფრანგეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ და არტუა-პიკარდის წყლის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ბერტრანდ გალტიემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, მხარეები მიზნად ისახავენ ორ ქვეყანას შორის ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას საკუთარი გამოცდილების სფეროში, რომელიც მოიცავს წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვას, მონაცემთა შეგროვებასა და ცოდნის გაღრმავებას წყლის გამოყენების მიმართულებით. ამდენად, აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, ინტეგრირებული წყლის რესურსების მართვის სფეროში მხარეები გამოხატავენ მზაობას, სამი წლის ვადით დაიწყონ თანამშრომლობა, მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. „დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელს ვაწერთ ურთიერთანამშრომლობის შეთანხმებას საფრანგეთის წყლის სააგენტოსთან, რაც დაგვეხმარება იმ საკანონმდებლო საკითხების უკეთ გაცნობაში, რომლის უდიდესი გამოცდილება გააჩნია საფრანგეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს და რომლის გათვალისწინებაც მოხდება ჩვენს კანონმდებლობაში“,- განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ. შეხვედრის დროს ფრანგმა სტუმრებმა საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს კოლეგებს, მიმოიხილეს საფრანგეთის წყლის პოლიტიკა და ევროკავშირის წყლის დირექტივების ინტეგრაცია. მინისტრის მოადგილემ ჰიდროენერგიისა და კაშხლის მდგრადი განვითარების შესახებ ისაუბრა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი. შეხვედრას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკის პროგრამის (UEP), აზიის განვითარების ბანკისა (ADB), საქართველოს განახლებადი ენერგეტიკული კომპანიისა და სხვა დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)