|
2018-06-07 20:31:42, 1342 ნახვა
სამართალი
სუს-ი: ერგნეთში ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 87-ე შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის საკითხი. „სუს-ის წარმომადგენლებმა კატეგორიულად მოითხოვეს არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ გაამახვილეს ყურადღება 2014 წელს ოკუპირებულ ახალგორის რაიონში გაუჩინარებული და შემდგომ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხზე. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევები, უკანონო დაკავების ფაქტები, ადგილობრივებისთვის თავისუფლად გადაადგილების კუთხით შექმნილი შეზღუდვები და ყველა სხვა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 10 ივლისს გაიმართება.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)