|
2018-06-07 15:58:00, 1036 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: პირველ კვარტალში მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 20 პროცენტით გაიზარდა
„საქართველოს ეკონომიკა და მისი მდგრადობა დამყარებულია კერძო სექტორის განვითარებაზე, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური ტენდენციები 2018 წლის პირველ კვარტალშიც ნარჩუნდება და ბიზნესსექტორის ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების შთამბეჭდავი ზრდა ფიქსირდება", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქსტატის" მიერ საწარმოთა საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საქსტატის" ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.6%-ით გაიზარდა და 18.0 მლრდ. ლარი შეადგინა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის 20.0 პროცენტით არის გაზრდილი მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა მაშინ, როდესაც მსხვილი საწარმოების ბრუნვა 17.1%-ით არის გაზრდილი", - აღნიშნა მედიის წარმომადგენლებთან დიმიტრი ქუმსიშვილმა. ამასთან, „საქსტატის" მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში საშუალო საწარმოების ბრუნვის ზრდამ 20.5%-ით, ხოლო მცირე ზომის საწარმოების ზრდამ 19.6% შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ბიზნესსექტორის გამოშვება 8.7 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 16.0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის: მსხვილი საწარმოების გამოშვება გაიზარდა 14.6%-ით, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება გაიზარდა 17 პროცენტით. [საშუალოსი 17.7%-ით, ხოლო მცირე საწარმოების 16.4%-ით]. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის გამოშვების ზრდაში მცირე და საშუალო საწარმოების წვლილმა გამოშვების ზრდაში 9.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)