|
2018-06-07 13:44:46, 1214 ნახვა
სამართალი
სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ანა დოლიძე უვადოდ გამწესების პროცესში მოსამართლეთა მხრიდან მისი აცილების შესახებ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. დოლიძე მიიჩნევს, რომ აცილება სასამართლო რეფორმების აუცილებლობისა და სისტემაში პრობლემების აღმოფხვრის შესახებ მის კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. „აცილებების ეს კასკადი და საბჭოს პოზიცია ქმნის ძალიან საშიშ ტენდენციას. ნებისმიერი ფაქტორით, ნებისმიერი ზოგადი განცხადებისთვის, შეიძლება საკუთარი ფუნქციების განხორციელებაში ხელი შეეშალოს საბჭოს წევრს. ბუნებრივია, ამ ტენდენციას ჩვენ უნდა ვებრძოლოთ. სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა არც ამ პროცესით დაწყებულა და არც დამთავრდება. მე ვაპირებ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას შემდგომ ინსტანციებში, რადგან არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ნებისმიერი მოსაზრებისთვის, ნებისმიერი ზოგადი განცხადებისთვის საბჭოს წევრი დასაჯონ და ჩამოაცილონ საკუთარი ფუნქციების განხორციელებას“, – განაცხადა დოლიძემ. სასამართლოს გადაწყვეტილებას საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის მცდელობა იუსტიციის საბჭომ აიცილოს ის წევრები, რომლებიც კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევიან. „ეს გადაწყვეტილება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას ვინაიდან თავად ის განცხადებები და შეფასებები რასაც ანა დოლიძე აკეთებდა არ ეხებოდა არც ერთ კონკრეტულ პირს“, - განაცხადა სულხან სალაძემ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)