|
2018-06-07 12:41:11, 863 ნახვა
საზოგადოება
EMC - მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ თვალთვალის ფაქტებზე, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს მივმართავთ
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ თვალთვალისა და კონტროლის ფაქტებზე, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს მიმართავს, - ამის შესახებ EMC-ს განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაციის ცნობით, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ სავარუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ უკანონო ვიზუალური კონტროლი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უკანონო დამუშავება ხდება. "მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ოჯახი 2018 წლის 31 მაისიდან მონაწილეობას იღებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის არაეფექტურ გამოძიებასთან და მთლიანობაში მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებში. აქციების ფარგლებში მალხაზ მაჩალიკაშვილი და სხვა ადამიანები ასევე აპროტესტებდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ხარვეზებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეპრესიულ პოლიტიკას. აქციების პერიოდში მ. მაჩალიკაშვილი და მისი ოჯახის წევრები სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან პერმანენტულ მეთვალყურეობას და კონტროლს ექვემდებარებიან, რაც თვალთვალში და მანქანებით ადევნებაში გამოიხატებოდა. 2018 წლის 2 ივნისს კი, როდესაც მ. მაჩალიკაშვილი ახმეტიდან თბილისის მიმართულებით ტაქსით გადაადგილდებოდა, ადგილი ჰქონდა მის მიმართ ვიზუალური კონტროლის განხორციელებას და მისი მაიდენტიფცირებელი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიღების მცდელობას. კერძოდ, მ. მაჩალიკაშვილის განმარტებით, ტაქსის მძღოლს მობილურ ტელეფონზე რამდენჯერმე დაურეკეს, რის შემდგომაც მან მ. მაჩალიკაშვილს განუცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლები უკავშირდებოდნენ, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით რეკავდნენ და ინტერესდებოდნენ მისი მგზავრის ვინაობით. ამასთან ერთად, გადაადგილების პროცესში, მათ უკან მიყვებოდათ ავტომობილი, რომელიც ტაქსის მოძრაობას აკონტროლებდა. EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი მალხაზ მაჩალიკაშვილის პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავებასა და პირად ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას წარმოადგენს, რამდენადაც საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება მ. მაჩალიკაშვილის მიმართ ვიზუალური კონტროლისა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, EMC ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებზე დაყრდნობით მიმართავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სთხოვს უზრუნველყოს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ შეკრებების მიმდინარეობის დროს, მათ შორის, 2018 წლის 2 ივნისს, სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების საკითხის შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“, - ნათქვამია EMC-ს განცხადებაში.
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)