|
2018-06-06 15:23:49, 767 ნახვა
საზოგადოება
საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დევნილთა განაცხადების მიღება დაიწყო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან არსებულმა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დევნილთა პროფესიული განათლებისა და მათი თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით განაცხადების მიღება დაიწყო. „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სააგენტო ყველა დევნილს, რომელიც 2017-2019 წლებში სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს აუნაზღაურებს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია დევნილ სტუდენტს, რომლის ფაქტობრივ და/ან იურიდიულ მისამართსა და იმ სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, სადაც იგი ჩაირიცხა მანძილი 2 კმ-ზე მეტია. პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და ფინანსდება როგორც საზოგადოებრივი (მათ შორის საქალაქთაშორისო), ისე კერძო ტრანსპორტი (საჭიროების შემთხვევაში). განაცხადების მიღება 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა“ 2016 წელს დაიწყო და უკვე 442 დევნილი დაფინანსდა.
პროგრამის ფარგლებში შეირჩა კონკრეტული პროფესიები, რომლის კურსდამთავრებულებსაც აქვთ შესაძლებლობა თვითდასაქმების გზით გაიჩინონ შემოსავლის წყარო. წელს ასეთი პროფესიების რიცხვი 52 - დან, 180 - მდე გაიზარდა. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ დევნილები, რომლებმაც 2015-2018 წლებში დაასრულეს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ პროგრამაზე სწავლა და აქვთ დამოუკიდებლად საქმიანობისათვის საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევები. მიმდინარე წელს პროგრამით სარგებლობა უკვე შეუძლიათ, 2015-2018 წლების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ სერტიფიცირებულ ბენეფიციარებსაც. პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, ხოლო განაცხადების მიღება 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)