|
2018-06-06 14:40:24, 1147 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: მემანქანეებს მივეცი პირობა, რომ ხელფასების საკითხს 2019 წელს დავუბრუნდებით
მადლობა მეტროს მემანქანეებს, რომ მათ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა, მოხდა შეთანხმება და მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და მეტრომ მუშაობა განაახლა. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ დეტალურად არსებულ მდგომარეობაზე. ჩემი მხრიდან იქნა მიწოდებული ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა კომპანიაში ფინანსურად და რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ასევე მოვისმინეთ მათი მხრიდან ის არსებული პრობლემები, რომელიც აწუხებთ. შესაბამისად, ჩემი მხრიდან იქნა გაჟღერებული პირობა, რომ ჩვენ 2019 წელს აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათთვის სამუშაო პირობები იყოს გაუმჯობესებული. დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესება ჩემი, როგორც დედაქალაქის მერისთვის მნიშვნელოვანია. ყოველ ჩემს განცხადებაში ამ საკითხს ვაფიქსირებ. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მემანქანეს, რომ მათ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა და მოხდა შეთანხმება. შეიძლება ითქვას, რომ მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს და მეტრო დღეს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, დედაქალაქის მეტროპოლიტენმა მუშაობა 14:00 საათზე განაახლა. შეგახსენებთ, მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა 3 ივნისს 15:00 საათზე დაიწყეს. ისინი გლდანის დეპოში 3 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. მემანქანეები 45%-ით ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ გაფიცვას იქამდე გააგრძელებდნენ სანამ მათი მათხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა. გაფიცვის გამო, თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა 4 ივნისს შეწყვიტა, რამაც ქალაქის მასშტაბით მოსახლეობას გადაადდგილების პრობლემა შეუქმნა. ამ პერიოდის განმავლობაში ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდნენ.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)