|
2018-06-06 12:40:21, 885 ნახვა
საზოგადოება
„Georgian Airways-ი მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“ – „ტავ ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს
Georgian Airways კვლავ აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, - ამის შესახებ „ტავ ჯორჯიას“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, Georgian Airways-ის მიერ გავრცელებულ ბოლო განცხადებაში ნათქვამია, რომ „ტავ ჯორჯია“ აფერხებს ჯორჯიან ეარვესის მიერ ბილეთის ფასების გაიაფების პროცესს, რაც არსებულ რეალობას არ შეესაბამება. „2017 წლის ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) ეკონომიკური განვითარების ანგარიშის მიხედვით ბილეთის ღირებულებაში აეროპორტის სერვისების (უსაფრთხოება, სახმელეთო მომსახურება, აეროდრომისა და აფრენა-დაფრენის სერვისები) ხარჯის მხოლოდ 25%-ია წარმოადგენილი, (აქედან სერვისების დიდ ნაწილს ავიაკომპანია თავად უზრუნველყოფს) დანარჩენი 75 % კი ავიაკომპანიის ძირითადი ხარჯებია. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ რამოდენიმე მიმართულება, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯორჯიან ეარვეისთან ერთად სხვა უცხოური ავიაკომპანიებიც ასრულებენ. მოსკოვისა და კიევის მიმართულებით ჯორჯიან ეარვეისის ბილეთის ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე Aeroflot, Pobeda და Ukraine International Airways. უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი უცხოური ავიაკომპანიები არ სარგებლობენ ანალოგიური სპეციალური ფასდაკლებებით, მეტიც Georgian Airways-სგან განსხვავებით მათ ყველა სახმელეთო მომსახურებას TAV Georgia უწევს. აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ ჯორჯიან ეარვეისის შემთხვევაში ორმხრივი (გაფრენა-მოფრენა) ბილეთის ღირებულებიდან ტავის წილი საშუალოდ 33$ შეადგენს. ეს ყოველივე ნათლად ასახავს, რომ ჯორჯიან ეარვეისი მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ტავ ჯორჯიას დისკრედიტაციას. შეგახსენებთ, რომ ტავ ჯორჯია საავიაციო სფეროში მსოფლიო ბრენდის TAV Airports-ის შვილობილი კომპანიაა. TAV Airports-ის მთავარი აქციონერი ფრანგული სახელმწიფო კომპანია ADP Group-ია. TAV Airports-ის სააქციო კაპიტალის 47% წილის შესყიდვით კოპმანია საერთო სერვისებით მსოფლიოს 19 ქვეყნის 77 ეროპორტში წლიურად 245 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება“, - ნათქვამია „ტავ ჯორჯიას“ განცხადებაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)