|
2018-06-05 16:36:52, 1008 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით მაღაზიათა ქსელში „ბიბლუსი“ აქცია გაიმართა
5 ივნისს მსოფლიოში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანი საზოგადოების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაა. წელს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემას ,,შევამციროთ პლასტიკით დაბინძურება’’ წარმოადგენს. გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, წიგნის მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსი“ სამ ფილიალში აქცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლებმა მომხმარებლებს მაისურები, მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ჩანთები გადასცეს და ბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენების მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. ვინაიდან პლასტიკის პარკების მოხმარება გლობალური პრობლემაა, მრავალ ქვეყანაში, პლასტიკის პარკების მოხმარების შესამცირებლად, გარკვეული რეგულაციები მოქმედებს. საერთაშორისო, მათ შორის ევროპული პრაქტიკის გაზიარებით, საქართველოში, გარემოს პლასტიკისგან დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, 2018 წლის ბოლოდან ამოქმედდება ,,ტექნიკური რეგლამენტი - პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი“. 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ 1972 წლის 15 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ეს დღე გარემოსდაცვით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას და მისი გადაჭრის გზებს ეძღვნება.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)