|
2018-06-05 13:56:10, 1325 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა. აქციის მონაწილეებმა ქალაქ მცხეთის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. წელს გარემოს დაცვის დღის თემას „შევამციროთ პლასტიკით დაბინძურება“ წარმოადგენს. „გარემოს დაცვის დღის აღნიშვნის მიზანია ავამაღლოთ საზოგადოების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა. საზოგადოების ყველა წევრმა უნდა იზრუნოს სუფთა ეკოლოგიურ გარემოზე, იზრუნოს გარემოსდაცვითი მდგრადი განვითარების მხარდაჭერაზე. რაც მთავარია, უნდა განვახორციელოთ სლოგანი „ჩვენი ქვეყანა ჩვენი პასუხისმგებლობაა“ და უარი ვუთხრათ პლასტიკატს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა პლასტიკის პარკების მოხმარება. გარემო ყველაზე მეტად პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებით ბინძურდება, ვინაიდან გარემოში პლასტიკის სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება. 5 ივნისი, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით 1973 წლიდან აღინიშნება. აქცია, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით ჩატარდა.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)