|
2018-06-05 12:19:21, 1341 ნახვა
საზოგადოება
ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს
ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელბთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თეა წულუკიანმა წლების განმავლობაში მართლმსაჯულების რეფორმას თავი ვერ გაართვა. „ჩვენ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გადააყენოს იუსტიციის მინისტრი იმიტომ, რომ მან წლების განმავლობაში ვერ გაართვა თავი იმ მნიშვნელოვან მისიას, რასაც მართლმსაჯულების სექტორში რეფორმა ჰქვია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პირობების გათვალისწინებით, არ არის სწორი თუკი კონსულტაციაში ჩავერთვებით მასთან მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არ იქნება მიმართული იმისკენ, რომ მართლაც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ღირსეული მთავარი პროკურორი აარჩიოს. ამიტომ, ჩვენ მას კონსულტაციების მაგიდასთან არ დავუსხდებით და უარს ვამბობთ ამ პროცესში მონაწილეობაზე", - განაცხადა ეკა გიგაურმა. გადაწყვეტილებას, რომ კანდიდატი თეა წულუკიანმა უნდა შეარჩიოს, სამოქალაქო სექტორი უნდობლობას უცხადებს. „ეს არის ერთგვარი ილუზიის შექმნა საზოგადოებისთვის, რომ პროცესი მიმდინარეობს. იმიტომ, რომ წარმოუდგენელია, რომ თბილისის კონსერვატორია ან სამხატვრო აკადემიის ჩართულობა იყოს მნიშვნელოვანი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში. მოკლედ რომ ვთქვათ, არ აქვს არანაირი აზრი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს, თუკი ამას ჩაატარებს თეა წულუკიანი“, -განაცხადა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ. არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ახალი იუსტიციის მინისტრის შერჩევის შემთხვევაში, შეიქმნება რესურსი, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ძალიან ბევრი ჯგუფის მონაწილეობა იყოს უზრუნველყოფილი. რაც შეეხება მთავარი პროკურორის კანდიდატურას, ისინი ჯერჯერობით ამ თემაზე არ საუბრობენ და თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)