17:39 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 17:05:55, 1502 ნახვა

ეკონომიკა
მარკ პრიტჩარტი: გაერთიანებულ სამეფოში დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტირებით

საქართველოში დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენელის, პარლამენტის წევრის მარკ პრიტჩარდის განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოში დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტირებით.

„მრავალი წლის განმავლობაში ეს პირველი სერტიფიცირებული, სავაჭრო-საინვესტიციო დელეგაციაა გაერთიანებული სამეფოდან, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. დელეგაციაში გაერთიანებული სამეფოს ბიზნესის ფართო სპექტრია წარმოდგენილი. ვფიქრობ, ეს იმის მანიშნებელია, რომ  გაერთიანებულ სამეფოში დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტირებით და ეს დამოკიდებულება ასახავს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრისა და მთავრობის დამოკიდებულებას," - განაცხადა მარკ პრიტჩარდმა.

ის საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

დიდი ბრიტანეთის სავაჭრო დელეგაციის შემადგენლობაში წამყვანი ბრიტანული ბიზნესსექტორის წარმომადგენლები შედიან. ვიზიტის მიზანია ბრიტანელ და ქართველ ბიზნესებს შორის გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის პროფესიული და ფინანსური სერვისები. განახლებადი ენერგიის წყაროები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ბიზნესდელეგაცია საქართველოში შეხვედრებს ორი დღის განმავლობაში გამართავს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics