|
2018-06-04 13:43:36, 1387 ნახვა
სამართალი
შსს-ში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის მოწმეების გამოკითხვა გრძელდება
შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის უწყებაში 4 არასრულწოვანი იკითხება. დაკითხვას მათი მშობლები და ადვოკატები ესწრებიან. ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე პროკურატურიდან კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. გამოძიებას პირადად შს მინისტრი, გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზედიზედ მეორე თვეა, რუსეთმა უკრაინის ფრონტზე 40 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა
რუსეთმა ოდესაში ზედიზედ მეორე ღამეს საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა, ჩვიდმეტი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)