|
2018-06-04 10:42:48, 1451 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: არ დავუშვებ მერიის სტრუქტურებში ხელფასების მატება მოხდეს მეტროს საფასურის ზრდის ხარჯზე
„მოლაპარაკებების პროცესში მემანქანეთა შრომითი უფლებების ეგრეთ წოდებული დამცველები გვიყენებდნენ პირობას, რომ მათი ხელფასების 45%-იანი ზრდა მომხდარიყო მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდის ხარჯზე“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროს მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს პირობა მერიისთვის კატეგორიულად მიუღებელია. „ვფიქრობ, მოსახლეობას აქვს უფლება, იცოდეს რა ხდებოდა მოლაპარაკებების პროცესში- საკუთარი შრომითი უფლებების ეგრეთ წოდებული დამცველები მიგვითითებდნენ და გვიყენებდნენ პირობას, რომ მათი ხელფასების 45%-იანი ზრდა მომხდარიყო მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდის ხარჯზე. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. კატეგორიულად მიუღებელია სოციალური დახმარებების ანუ სუბსიდირების ან თუნდაც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯზე. მე, როგორც თბილისის მერი, არ დავუშვებ მერიის სტრუქტურებში ხელფასების მატება მოხდეს მეტროს საფასურის ზრდის ან სოციალური ჯგუფების სუბსიდირების შემცირების ხარჯზე“, - განაცხადა თბილისის მერმა. კალაძემ ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლითაც მეტროს თანამშრომლებს დროებით სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება შეეზღუდათ და აღნიშნა, რომ მემანქანეების მხრიდან ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. „მინდა შეგახსენოთ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მემანქანეებს დროებით შეზღუდული აქვთ გაფიცვის უფლება. ამდენად, მათი მხრიდან ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. მინდა შევაჯამო ჩემი განცხადება და კიდევ ერთხელ განვმარტო: მემანქანეთა მოთხოვნა მათი სახელფასო სარგოს 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით, ნიშნავს მეტროს საფასურის ავტომატურ ზრდას. მემანქანეთა ხელფასები, რომელიც დარიცხვით შეადგენს 1400-1800 ლარს, გაცილებით მაღალია, ვიდრე პედაგოგების, სასწრაფოს დახმარების ექიმების, პატრულის თანამშრომლების, მეხანძრე-მაშველების და თავად მეტროს სხვა თანამშრომლების ხელფასები. მემანქანეთა გაფიცვა ეწინააღმდეგება სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კალაძემ და შექმნილი ვითარების გამო მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა. „და ბოლოს, მინდა ბოდიში მოვუხადო თბილისის მოსახლეობას მეტროს მემანქანეების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის. მინდა მივმართო და ვთხოვო მათ თანადგომა, რადგან თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქის მოსახლეობის მხარდაჭერა“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო, დილიდან დედაქალაქის ყველა მეტროსადგური დაკეტილია.
კალაძე: მეტროს მემანქანეთა ხელფასები მეტია ვიდრე პატრულის, სასწრაფოს ექიმის და მეხანძრე-მაშველების
კალაძე: გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)