22:52 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 22:18:54, 1408 ნახვა

საზოგადოება
„გვაინტერესებს რა ემუქრება ზაზა სარალიძეს“ - ზვიად კუპრავა შსს-ს მიმართავს

უფლებადამცველი ზვიად კუპრავა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს მიაწოდონ ინფორმაციას თუ რა საფრთხე ემუქრება ზაზა სარალიძეს, რათა მისი დაცვა შეძლონ.

როგორც კუპრავამ აქციაზე განაცხადა, შეიქმნება 3-კაციანი ნდობით აღჭურვილი ჯგიფი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აღნიშნულ საკითხს განიხილავს.

"მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს და გიორგი გახარიას - ისინი ამბობენ, რომ ზაზას ემუქრება საფრთხე. მათ აქვთ წვდომა მსგავსი ტიპის ინფორმაციის მოპოვებაზე. გამოვყოფთ 3 ადამიანს, რომლებიც ზაზას ნდობით აღჭურვილი პირები იქნებიან, შეიქმნება საორგანიზაიო ჯგუფი და ეს ჯგუფი შეხვდება შს სამინისტროს წარმომადგნელს. შეხვედრა შეიძლება შედგეს როგორც აქციაზე, ასევე უწყებაში. შს სამინისტროს წარმომადგენელმა გვითხრას ამ საფრთხეების შესახებ, რათა ეს საფრთხეები შევამოწმოთ. გვინდა გვქონდეს ინფორმაცია, ამ საფრთხეების შესახებ, რათა ზაზა არ გავიდეს ისეთ ადგილას, სადაც მას შესაძლოა საფრთხე შეექმნას. ხვალვე მზად ვართ ამ თემებზე ვისაუბროთ. ჩვენ გვაინტერესებს რა ემუქრება სარალიძეს და საიდან აქვთ ეს ინფორმაცია. ველოდებით უწყებისგან განცხადებას", - განაცხადა ზვიად კუპრავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics