|
2018-06-02 13:44:48, 1587 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძე პატრიარქს დღეს შეხვდება
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება. როგორც სარალიძემ აღნიშნა, მას სურს პატრიარქს დღეს 16:00 საათზე შეხვდეს. „პირველ რიგში, დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს სულიერ მამას, რომ ტელევიზიით მიხდება მისთვის მიმართვა. უბრალოდ, როგორც პატარმა ადამიანმა არ ვიცი როგორ დავეკონტაქტო საპატრიარქოს. მეც დიდი სურვილი მაქვს, დღეს, 16:00 საათისთვის თუ იქნება საშუალება შევხვდე ჩემს სულიერ მამას, რომელიც არა მარტო ჩემი, არამედ მთელი საქართველოს, მართლმადიდებლების სულიერი მამაა“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. რაც შეეხება აქციას, სარალიძის თქმით, ის ძალაშია და პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მისი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან. „აქცია ძალაში დარჩება ვიდრე ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, ჩემი შვილის მკვლელების ხელის დამფარებლები და ამ საქმის გამყალბებლები“, - განაცხადა სარალიძემ.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)