23:58 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 12:27:00, 1341 ნახვა

სამართალი
შსს - მიხეილ ხიდაშელი თაღლითობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ძმა, მიხეილ ხიდაშელი, თაღლითობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარლგებში გამოიკითხა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მისი გამოკითხვა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც თაღლითობას გულისხმობს, იმყოფებოდა შსს-ში გამოკითხვაზე და მისი გამოკითხვა დილის 9 საათამდე გაგრძელდა“, - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ხვიად კუპრავამ განაცხადა, რომ მასთან მივიდა თინა ხიდაშელის ძმა და დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 „ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა გითხრათ, რომელიც სულ ახლახანს რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ. ჩვენთან მოვიდა თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც არის სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი.  ის წამოსულია სუს-იდან, თუმცა ფლობს მაღალ გავლენებს და ბერკეტებს. მან გვითხრა ჩვენ რომ იგეგმება პორვოკაციები ამ მშვიდობიან აქციაზე. მან ასევე გვითხრა თუ რა ტიპის პროვოკაცია არის ეს. ამიტომ მე მოვუწოდებ შსს და მინისტრ გახარიას, დაუყონებლივ, ამ წუთშივე დაიბარონ დაკითხვაზე ქალბატონი თინა ხიდაშელის ძმა. დაკითხონ თუ რა ინფორმაციას ფლობს ის აღნიშნულ აქციაზე პროვოკაციასთან დაკავშირებით. ეს პროვოკაცია არის დანაშაულებრივი ქმედება, რაზეც ამ პირმა ისაუბრა. ასევე მოვითხოვ საგამოძიებო ჯგუფი მოვიდეს აქ და მე მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას მათ“,- განაცხადა კუპრავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics