|
2018-06-01 23:42:05, 1636 ნახვა
საზოგადოება
„იგეგმება პროვოკაციები!“ - კუპრავა აქციაზე გამომძიებლების მისვლას და თინა ხიდაშელის ძმის დაკითხვაზე დაბარებას ითხოვს
ჩვენთან მოვიდა თინა ხიდაშელის ძმა, რომელმაც გვითხრა, რომ იგეგმება პროვოკაციები ამ მშვიდობიან აქციაზე, - ამის შესახებ ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა, ზიად კუპრავამ „იბერიას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. კუპრავამ შსს-ს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაიბარონ თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანია. მან ასევე აქციაზე, საგამოძიებო ჯგუფის მისვლაც ითხოვა. კუპრავას თქმით, მხოლოდ მათ ეტყვის იმ დეტალებს, რომელიც ხიდაშელის ძმისგან მოისმინა. „ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა გითხრათ, რომელიც სულ ახლახანს რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ. ჩვენთან მოვიდა თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც არის სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი. ის წამოსულია სუს-იდან, თუმცა ფლობს მაღალ გავლენებს და ბერკეტებს. მან გვითხრა ჩვენ რომ იგეგმება პორვოკაციები ამ მშვიდობიან აქციაზე. მან ასევე გვითხრა თუ რა ტიპის პროვოკაცია არის ეს. ამიტომ მე მოვუწოდებ შსს და მინისტრ გახარიას, დაუყონებლივ, ამ წუთშივე დაიბარონ დაკითხვაზე ქალბატონი თინა ხიდაშელის ძმა. დაკითხონ თუ რა ინფორმაციას ფლობს ის აღნიშნულ აქციაზე პროვოკაციასთან დაკავშირებით. ეს პროვოკაცია არის დანაშაულებრივი ქმედება, რაზეც ამ პირმა ისაუბრა. ასევე მოვითხოვ საგამოძიებო ჯგუფი მოვიდეს აქ და მე მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას მათ“,- განაცხადა კუპრავამ. მისივე თქმით, შსს-ს განცხადება იყო ერთგვარი შემზადება , რომ ზაზა სარალიძის მიმართ იგეგმება პროვოკაცია.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)