|
2018-06-01 14:09:34, 1219 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიმ“ „მრავალშვილიანი თიბისელების კლუბის“ 90-მდე ახალი წევრი ორდენებით დააჯილდოვა
„მრავალშვილიანი თიბისელების კლუბს" წელს 90-მდე წევრი შეემატა. ტრადიციულად, კლუბის ახალ წევრებს სპეციალურად მათთვის დამზადებული ორდენები გადაეცათ. დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ყოველ წელს იმართება. პროგრამის მიხედვით, თიბისის ყველა 3 შვილიანი თანამშრომელი ორდენით ჯილდოვდება. იმ თანამშრომელს, რომელსაც მეოთხე ან მომდევნო შვილი შეეძინება, თიბისისგან პრემიის სახით 10 000 ლარი გადაეცემა. ხოლო მეექვსე შვილის შეძენის შემთხვევაში, ბანკი თანამშრომელს 50 000 ლარით აჯილდოებს. პროგრამის მიზანია ქვეყანაში დემოგრაფიული მონაცემების გაუმჯობესება და თანამშრომლებზე ზრუნვა. 600 000 ლარის ფინანსური მხარდაჭერა 48 მრავალშვილიან თიბისელს. ეს თიბისის შიდა სოციალური პროგრამის, „მრავალშვილიანი თიბისელების კლუბის" 5 წლის შედეგებია. „მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი" მამუკა ხაზარაძის ინიციატივით 2013 წელს ჩამოყალიბდა, თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. კლუბი უკვე 400-მდე თიბისელს აერთიანებს.
(R)
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)