|
2018-06-01 11:34:21, 1127 ნახვა
საზოგადოება
თბილისის N79 ბაგა-ბაღს ორგანიზაცია Save the Children-ის სომხეთის ოფისის წარმომადგენლები ეწვივნენ
თბილისის N79 საბავშვო ბაგა-ბაღს დღეს საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის სომხეთის ოფისის წარმომადგენლები, მარია პოღოსიანი და ირენ სარგსიანი ეწვივნენ. ინკლუზიური განათლების ექსპერტები თბილისში განათლების სამინისტროსა და ამავე ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან. ვიზიტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვისა და მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღებაა, რადგან, ექსპერტების განცხადებით, სომხეთში სწორედ ახლა იწყება მუშაობა ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის დახვეწაზე, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და კანონმდებლობის განვითარებაზე. ორგანიზაციის წარმომადგენლებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ და მისმა მოადგილემ, ირაკლი თურმანიძემ უმასპინძლეს, დაათვალიერებინეს არსებული ინფრასტრუქტურა და გააცნეს ბაღების მართვის ძირითადი პრინციპები, არსებული სტანდარტები კვების, ჰიგიენის, მეთოდოლოგიისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ასევე ისაუბრეს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამოცდილების გაზიარების მიზნით, მომავალშიც ითანამშრომლებენ.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)