|
2018-05-31 23:26:37, 1160 ნახვა
საზოგადოება
შსს - მირზა სუბელიანს ქვეყანა არ დაუტოვებია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა მირზა სუბელიანმა ქვეყანა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის უფლებადამცველმა ზვიად კუპტრავამ გაავრცელა. „ახლა მატყობინებენ, რომ მირზა სუბელიანმა დატოვა ქვეყანა ოჯახთან ერთად“, - აღნიშნა კუპრავამ. ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სწორედ მირზა სუბელიანის პასუხისგებაში მიცემაა. ისინი ასევე პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. გარდა ამისა, მათი მოთხოვნებია: პასუხისგებაში მიეცეს უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე; გადადგეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ასევე მოსამართლეები - მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე. ადგილზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. ცოტა ხნის წინ აქციას რეგიონებიდანაც შეურთდნენ. ასევე აქციაზე მივიდნენ სპორტული კლუბის „დინამოს“ წარმომადგენლები. გარდა ამისა, აქციაზე საქართველო-საფრანგეთის რაგბის მატჩზე მყოფი მოქალაქეებიც მივიდნენ და ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადეს. რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის სრულად გადაკეტილია. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)